წესები და პირობები

ქვემოთ მოცემულ ტექსტში "თქვენ" და "მომხმარებელი" ნიშნავს ვებგვერდზე შემოსულ ნებისმიერ სტუმარს

გთხოვთ ყურადღებით წაიკითხოთ მოხმარების წესები

მომსახურების პირობები

სარჩევი:

1. მხარეები

2. ხელშეკრულების საგანი

3. ძირითადი მომსახურების პირობები

4. დამატებითი მომსახურების პირობები

5. რეგრესული მოთხოვნები

6. ცვლილებები მომსახურების პირობებში

7. ტექნიკური ხარვეზის აღმოფხვრის პირობები

8. ანგარიშსწორება

9. პასუხისმგებლობა / მომსახურების შეზღუდვა და შეწყვეტა

10. დავის გადაწყვეტის მექანიზმი / სააბონენტო პრეტენზიების განხილვა და გადაწყვეტა

11. ხელშეკრულების მოქმედების ვადა

12. დასკვნითი დებულებები



1. ხელშეკრულების მხარეებს წარმოადგენენ:

საფირმო სახელწოდება

შპს მაიფონი

საიდენტიფიკაციო კოდი

205270473

მისამართი

ქ.თბილისი, ასლანიდის ქ. №23

წარმომადგენელი

დირექტორი

სახელი, გვარი

გიორგი დალაქიშვილი

“ოპერატორი”

სახელი, გვარი /სახელწოდება

პირადი/საიდენტიფიკაციო ნომერი

მისამართი

“აბონენტი”



2. ხელშეკრულების საგანი
2.1. წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე ოპერატორი უზრუნველყოფს მეორადი მინიჭების წესით აბონენტისათვის გამოყოფილ (გაცემულ) სატელეფონო ნომერზე (მისი მეშვეობით) აბონენტისთვის ძირითადი სატელეფონო ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებისა და სხვა დამატებითი მომსახურების გაწევას.
2.2. ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურებისათვის აბონენტი ვალდებულია გადაუხადოს ოპერატორს შესაბამისი საზღაური, ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სავალდებულო სადეპოზიტო (საავანსო) ანგარიშსწორების წესით.


3. ძირითადი მომსახურების პირობები
3.1. ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ძირითადმომსახურებას წარმოადგენს აბონენტისათვის ოპერატორის მიერგაცემულ ნომერზე ხმოვანი სატელეფონო კავშირით უზრუნველყოფას.
3.2. აბონენტისათვის სატელეფონო ნომრის გამოყოფა/ გააქტიურება წარმოებს ოპერტორისაგან მიღებული პროგრამული უზრუნველყოფით შექმნილი ტერმინალური მოწყობილობის ინსტალაციით, რომელიც წარმოებს აბონენტად რეგისტრაციის პროცედურით.
3.3. აბონენტისათვის გათვალისწინებული სატელეფონო ნომერი, რომლის მეშვეობითაც წინამდებარე ხელშეკრულებით ოპერატორის მიერ აბონენტისთავის იწარმოებს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურება, წარმოადგენს: -----------------------
3.4. წინამდებარე მუხლით გათვალისწინებულ, აბონენტისათვის გასაწევ ძირითად მომსახურებაში მხარეები გულისხმობენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სატელეფონო ზარის განხორციელების შესაძლებლობას (საკუთარი ან სხვა ოპერატორის დაშვების კოდის გამოყენებითა და/ან მის გარეშე) საქართველოს ეროვნულ სისტემაში შემავალ და ოპერატორის ქსელში გააქტიურებულ ნუმერაციებზე, აგრეთვე საერთაშორისო ზარის (საკუთარი ან სხვა ოპერატორის დაშვების კოდის გამოყენებით) განხორციელების შესაძლებლობასა და სააბონენტო ნომრის (შეძლებისდაგვარად მაქსიმალურ) ხელმისაწვდომობას ოპერატორისა და სხვა ქსელის მფლობელიპირის აბონენტებისათვის
3.5. ამ მუხლით გათვალისწინებული ძირითადი მომსახურების გაწევა წარმოებს აბონენტისათვის გამოყოფილი (ინსტალირებული) ტერმინალური მოწყობილობით, რომლის სარგებლობისათვის აბონენტის მხრიდან დაცული უნდა იყოს აბონენტად რეგისტრაციის პროცედურისას მითითებული ტექნიკური მაჩვენებლები (ინსტრუქცია).
3.6. საქართველოს კანონმდებლობით თუ სხვა რამ არ არის დადგენილი, ოპერატორი უზრუნველყოფს აბონენტისათვის ძირითადი მომსახურების გაწევისას მის კონფიდენციალურობასა და გარეშე მესამეპირებისათვის არასანქცირებული ხელმისაწვდომობის დაუშვებლობას საკუთარი ქსელის ფარგლებში.
3.7. შემდგომში ყოველგვარი ბუნდოვანებისა და გაურკვევლობის თავიდან ასაცილებლად, წინამდებარე ხელშეკრულებით ოპერატორის მიერ აბონენტისათვის გამოყოფილ სატელეფონო ნომერზე გაწეული ელექტორონული საკომუნიკაციო მომსახურებაჩაითვლება აბონენტისათვის გაწეულ მომსახურებად იმ შემთხვევაშიც, თუკი მომსახურებით უშუალოდ მოსარგებლე პირს არ წარმოადგენდეს თავად აბონენტი, მიუხედავად იმისა მესამე პირის მხრიდან მართლზომიერად განხორციელდა თუ არა აბონენტის ტერმინალური მოწყობილობით სარგებლობა და შედეგად ოპერტორისაგან მოთხოვილი მომსახურების მიღება.
3.8. აბონენტისათვის ძირითადი მომსახურების გაწევისას ოპერატორი დამოუკიდებლად და საკუთარი შეხედულებით წყვეტს ამ მომსახურების განხორციელებას, რაც გულისხმობს სატელეფონო კავშირის უზრუნველსაყოფად საკუთარი არჩევანით შესაბამისი რესურსების გამოყენებას, რომლითაც გარანტირებული იქნება დისკრიმინაციისა და არასათანადო პირობების გარეშე აბონენტისათვის შესაბამისი სატელეკომუნკაციო პროდუქტის მიწოდება.
3.9. აბონენტისათვის ძირითადი მომსახურების გაწევა იწარმოებს იმ შემთხვევაში, თუკი ამ უკანასკნელის მხრიდან დაცული იქნება ყველა სახელშეკრულებო საპასუხო პირობა, რასაც ოპერატორი ამ ხელშეკრულებით უკავშირებს სანაცვლოდ აბონენტისათვის მომსახურების გაწევას.
3.10. აბონენტი ვალდებულია ძირითადი მომსახურებით ისარგებლოს როგორც ბოლო მომხმარებელმა.


4. დამატებითი მომსახურების პირობები
4.1. წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში ოპერატორი უფლებამოსილია დამატებითი შეთანხმების გარეშე გააქტიუროს და ხელმისაწვდომი გახადოს აბონენტისათვის ნებისმიერი სახის (მართლზომიერი) დამატებითი მომსახურება.
4.2. დამატებითი მომსახურება აბონენტს გაეწევა ოპერატორის მიერ დადგენილი პირობებით, რომლის შესახებაც აბონენტის ინფორმირებულობა იწარმოებს სააბონენტო განაცხადში მითითებული საკონტაქტო საშუალებებიდან ერთ-ერთისა და ოპერატორის ვებ-გვერდის მეშვეობით.
4.3. აბონენტს დამატებითი მომსახურების სახით შეიძლება მიეწოდოს მესამე პირის სატელეკომუნიკაციო ან არასატელეკომუნიკაციო ხასიათის მომსახურება, რომლის თაობაზეც აბონენტის ინფორმირებულობა წარმოებს წინამდებარე მუხლის 4.2-ე პუნქტით გათვალისწინებული წესით.
4.4. შემდგომში ყოველგვარი ბუნდოვანებისა და გაურკვევლობის თავიდან ასაცილებლად, წინამდებარე ხელშეკრულებით ოპერატორის მიერ აბონენტისათვის გამოყოფილ სატელეფონო ნომერზე გაწეული დამატებითი მომსახურება ჩაითვლება აბონენტისათვის გაწეულ მომსახურებად იმ შემთხვევაშიც, თუკი მომსახურებით უშუალოდ მოსარგებლე პირს არ წარმოადგენდეს თავად აბონენტი, მიუხედავად იმისა მესამე პირის მხრიდან მართლზომიერად განხორციელდა თუ არა აბონენტის ტერმინალური მოწყობილობით სარგებლობა და შედეგად მოთხოვილი დამატებითი მომსახურების მიღება.
4.5. დამატებითი მომსახურებით სარგებლობა გულისხმობს ამ მომსახურებისათვის დადგენილი სანაცვლო პირობების დადასტურებასა და აბონენტის მხრიდან მისი შესრულების ვალდებულების კისრებას.
4.6. შემდგომში ბუნდოვანების თავიდან ასაცილებლად დამატებით მომსახურებად მხარეები განიხილავენ ისეთ მომსახურებას, რომლის განხორციელებაში ოპერატორი ჩართულია საკუთარი პასუხისმგებლობით (რომლის შესახებ აბონენტის ინფორმირებისას მიეთითება აღნიშნულზე) და რომელიც სერვისული პაკეტით აბონენტს წარედგინება ოპერატორისაგან.
4.7. ოპერატორი უფლებამოსილია დამოუკიდებლად განსაზღვროს დამატებითი მომსახურების პირობები, რაც გულისხმობს საკუთარი შეხედულებით მომსახურების ფასის, მომსახურების ვადისა და სხვა დეტალების (მათ შორის მომსახურების პირობებში ცვლილებების) დამოუკიდებლად, აბონენტთან შეთანხმების გარეშე, განსაზღვრის შესაძლებლობას.
4.8. დამატებითი მომსახურების სახით ოპერატორი უფლებამოსილია შეთავაზოს აბონენტს ძირითადი მომსახურების მისაღებად და/ან მის დასაფინანსებლად საკრედიტო მომსახურება.


5. რეგრესული მოთხოვნები
5.1. მხარეები თანხმდებიან, რომ,წინამდებარე ხელშეკრულებით თუ სხვა რამ არ არის დადგენილი, ოპერატორი ხელმისაწვდომს გახდის აბონენტისათვის მის ქსელში გააქტიურებულ ყველა სახის დაშვების კოდსა თუ სხვა სახის ნუმერაციებს, რომლის მეშვეობით აბონენტს მესამე პირებისაგან გაეწევა სასყიდლიანი თუ უსასყიდლო სატელეკომუნიკაციო და არასატელეკომუნიკაციო მომსახურება.
5.2. მხარეები საგანგებოდ აღნიშნავენ, რომ წინამდებარე მუხლის 5.1-ე პუნქტში მითითებულ მესამე პირთა მიერ აბონენტისათვის გასაწევ მომსახურების ხარისხზე, სანდოობასა და ჯეროვნად შესრულებაზე ოპერატორს არ ეკისრება რაიმე სახის პასუხისმგებლობა.
5.3. ოპერატორი უზრუნველყოფს წინამდებარე ხელშეკრულების მე-4 მუხლის 4.2-ე პუნქტით გათვალისწინებული წესით აბონენტის ერთჯერად (ამავე მუხლის 5,4-ე პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა) სათანადო ინფორმირებულობას ქსელში გააქტიურებულ და აბონენტისათვის ხელმისაწვდომ იმ დაშვების კოდებსა და ნუმერაციების თაობაზე, რომლის მეშვეობით გათვალისწინებულია მესამე პირებისაგან სასყიდლით თუ უსასყიდლოთ სატელეკომუნიკაციო ან/და არასატელეკომუნიკაციო მომსახურების მიღების შესაძლებლობა.
5.4. მხარეები თანხმდებიან, რომ წინამდებარე მუხლში მითითებული ცალკეული მომსახურების გამწევი პირების თანხმობისა და მათთან სათანადო შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, ოპერატორი უზრუნველყოფს აბონენტისაგან გაწეული მომსახურების ღირებულების მიღებას და შესაბამის ანგარიშსწორებას, რის თაობაზეც აბონენტს ეცნობება ამ ხელშეკრულებით დადგენილი წესით.
5.5. წინამდებარე მუხლის 5.4-ე პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაშიც ოპერატორი პასუხს არ აგებს აბონენტის წინაშე ხსენებული მესამე პირთა მხრიდან სათანადო მომსახურების გაწევაზე. შესაბამისად, ამ მომსახურებასთან დაკავშირებული პრეტენზია არ შეიძლება წარედგინოს ოპერატორს. საფასურის გადახდის შემდგომ პრეტენზიის წარმოშობის შემთხვევაში, ამ საფასურის უკან დაბრუნებასა და/ან გადახდილი სადავო თანხის სამომავლო ვალდებულების ანგარიშში ჩათვლასთან მიმართებაში პრეტენზიით აბონენტმა უნდა მიმართოს მომსახურების გამწევ სუბიექტს. ამასთან იმ შემთხვევაში, თუ მომსახურების ღირებულების ანაზღაურება წარმოებს მომსახურების გაწევის შემდგომ და გაწეულ მომსახურებას სადავოდ ხდის აბონენტი, ოპერატორთან ანგარიშსწორების ვალდებულება აბონენტს გააჩნია მანამ, ვიდრე მომსახურების გამწევი პირი და/ან სასამართლო (მათ შორის საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია) არ გააქარწყლებს ანგარიშსწორების ვალდებულებას.
5.6. წინამდებარე მუხლის 5.4-ე პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში აბონენტი თანხმობას აცხადებს მასზედ, რომ მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემები მიეწოდოს (გადაეცეს) ამავე მუხლის 5.1-ე პუნქტში მითითებულ იმ მესამე პირებს, რომელთა მომსახურებით ისარგებლებს აბონენტი.
5.7. წინამდებარე მუხლის 5.4-ე პუნქტის შემთხვევაში ოპერატორი უფლებამოსილია მოთხოვოს აბონენტს ამავე მუხლის 5.1-ე პუნქტით გათვალისწინებულ, მიღებულ მომსახურებაზე დარიცხული ღირებულების (საფასურის) გადახდა და ამ მხრივ მიმართოს წინამდებარე ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა ღონისძიებას.
5.8. შემდგომში თუ სხვა რამ არ დადგინდება, წინამდებარე მუხლში მითითებულ დაშვების კოდებსა თუ სხვა ნუმერაციაზე აბონენტის მიერ სატელეფონო ზარის განხორციელება გულისხმობს პრეზუმფციას აბონენტისათვის მომსახურების გაწევაზე.
5.9. წინამდებარე მუხლში მითითებული მომსახურება არ განიხილება ოპერატორის დამატებით მომსახურებად.
5.10. წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული მომსახურების პირობები უშუალოდ დგინდება მისი განმხორციელებელი პირის მიერ, რის გამოც ოპერატორი (ამავე მუხლის 5.4-ე პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა) არ არის პასუხისმგებელი მიაწოდოს აბონენტს შესაბამისი ინფორმაცია მომსახურების პირობების შესახებ.
5.11. ოპერატორი უფლებამოსილია აბონენტს წარუდგინოს ყველა ის მოთხოვნა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე რეგრესის წესით შეიძლება იქნეს მოთხოვილი.


6. ცვლილებები მომსახურების პირობებში
6.1. მხარეები საგანგებოდ აღნიშნავენ, რომ ოპერატორი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს ცვლილებები შეიტანოს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ძირითად და დამატებით მომსახურების პირობებში.
6.2. საქართველოს კანონმდებლობით იმპერატიულად თუ სხვა რამ არ არის დადგენილი, ცვლილებების თაობაზე აბონენტს უნდა ეცნობოს წინამდებარე ხელშეკრულების მე-4 მუხლის 4.2-ე პუნქტით გათვალისწინებული წესით.
6.3. საქართველოს კანონმდებლობით იმპერატიულად თუ სხვა რამ არ არის დადგენილი, ამ მუხლით გათვალისწინებული ცვლილებები ძალაში შედის აბონენტის შეტყობინებიდან მე-10 დღის მომდევნო კალენდარული დღიდან, თუ ამ ვადის განმავლობაში აბონენტი წერილობით უარს არ განაცხადებს ამ ცვლილებებზე, რის შედეგადაც წინამდებარე ხელშეკრულება წყვეტს მოქმედებას.
6.4. წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული, ძალაში შესული ცვლილება წარმოადგენს წინამდებარე ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილს, რომლის შესრულება სავალდებულოა წინამდებარე ხელშეკრულებაში მონაწილე მხარეებისათვის.
6.5. მხარეები საგანგებოდ აღნიშნავენ, რომ მომსახურების ცვლილებად არ განიხილება სატელეფონო ზარის ტერმინაციის, სატელეფონო ზარის აკრეფისა და ტერმინალური მოწყობილობის გამოყენების წესის ცვლილება, აგრეთვე ახალი დამატებითი მომსახურების გააქტიურება და/ან არსებულის დეაქტივაცია და სხვა ისეთი ქმედებანი, რომელიც გულისხმობს სერვისის დახვეწვას, გაუმჯობესებას, მოდერნიზებას, მომსახურების ცალკეული პირობების დაზუსტებასა და წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში მოქმედებას.
6.6. წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული წესები არ მოქმედებს წინამდებარე ხელშეკრულების მე-5 მუხლით გათვალისწინებულ მომსახურების პირობების ცვლილებებთან მიმართებაში.


7. ტექნიკური ხარვეზი და მისი აღმოფხვრის პირობები
7.1. მხარეები საგანგებოდ აღნიშნავენ, რომ წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისას შეიძლება ადგილი ჰქონეს ტექნიკურ ხარვეზს და მისგან შედეგობრივად მომსახურების დროებით შეფერხებასა და აგრეთვე შეუძლებლობას, რაც არ შეიძლება განიხილებოდეს წინამდებარე ხელშეკრულების დარღვევად.
7.2. ოპერატორი ვალდებულია საკუთარი ხარჯით აღმოფხვრას საკუთარი ქსელის ფარგლებში ის ტექნიკური ხარვეზი, რომელიც აფერხებს და შეუძლებელს ხდის აბონენტისათვის მომსახურების გაწევას.
7.3. ის ტექნიკური ხარვეზი, რომლის მოქმედების არიალი სცილდება ოპერატორის ქსელს და წარმოადგენს აბონენტის მხარეს, აღმოფხვრას ექვემდებარება აბონენტის ხარჯით, რომელიც წინსწრებით უნდა იქნეს გადახდილი.
7.4. ტექნიკური ხარვეზი, თუ საქართველოს კანონმდებლობით იმპერატიულად სხვა რამ არ არის განსაზღვრული, აღმოფხვრას ექვემდებარება გონივრულ (მაქსიმალურად სწრაფ) ვადაში, არსებული შეფერხების მასშტაბის გათვალისწინებით.
7.5. საჭიროებისას, ტექნიკური ხარვეზის აღმოსაფხვრელად აბონენტი ვალდებულია სათანადო ხანგრძლივობით დაუშვას ოპერატორი მის ტექნიკურ მოწყობილობებთან, წინააღმდეგ შემთხვევაში ოპერატორს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ხარვეზის აღმოფხვრის ვადის გადაცდომაზე.
7.6. ოპერატორს არ ეკისრება ვალდებულება, შესაბამისად პასუხისმგებლობა, აბონენტის ტექნიკური მოწყობილოებების გამართულადექსპლოატაციის უზრუნველყოფასა და მათ შეკეთებაზე.
7.7. ოპერატორი უფლებამოსილია ცალკეულ შემთხვევაში განახორციელოს გეგმიური და არაგეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოები, რასაც შედეგობრივად შეიძლება სდევდეს აბონენტისათვის მომსახურების გაწევის შეფერხება. აღნიშნულის თაობაზე აბონენტს ეცნობება წინასწარ.
7.8. ოპერატორის ხარჯით დასაფინანსებელი ტექნიკური ხარვეზის აღმოფხვრის (მათ შორის პროფილაქტიკური სამუშაოების) პერიოდში აბონენტს არ ერიცხება რაიმე საფასური და ამ ხნის განმავლობაში ჩერდება ოპერატორის მიმართ მიმდინარე ვალდებულების შესრულების ვადა, ხოლო ვადადამდგარი ვალდებულების შესრულება კი გადაუვადდება ამ პერიოდით.


8. მომსახურების საფასური და ანგარიშსწორება
8.1. წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული და აბონეტისაგან ანაზღაურებას დაქვემდებარებული მომსახურების საფასური მითითებულია ოპერატორის ვებ-გვერდზე, რომელსაც აბონენტი დეტალურადაა გაცნობილი და რომელიც წარმოადგენს წინამდებარე ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილს.
8.2. მხარეთა შორის ანგარიშსწორება წარმოებს საავანსო / სადეპოზიტო წესით, რაც გულისხმობს იმას, რომ აბონენტს ამ ხელშეკრულებით გათვალსწინებული ძირითადი, დამატებითი და ოპერატორის მიერ ამ ხელშეკრულების მე-5 მუხლის 5.4-ე პუნქტის მიხედვით აბონენტისათვის გადახდევინებას დაქვემდებარებული მესამე პირთა მომსახურების გაეწევა იწარმოებს მის (აბონენტის) მიერ ოპერატორისათვის წინსწრებით გადახდილი საავანსო თანხის ფარგლებში.
8.3. ანგარიშსწორების ფორმა და გადახდის წესი მითითებულია ოპერატორის ვებ-გვერდზე, რომელსაც აბონენტი დეტალურადაა გაცნობილი.
8.4. მხარეთა შორის ანგარიშსწორება წარმოებს ეროვნულ ვალუტაში.
8.5. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში მომსახურების საფასური შეიძლება გადახდილ იქნეს უცხოურ ვალუტაში, რა დროსაც ეროვნულ ვალუტაში ანგარიშსწორების მიზნებისათვის გამოიყენება გადახდის მომენტისათვის მოქმედი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცხადებული კონვერტაციის კურსი.
8.6. აბონენტის საავანსო თანხიდან კონკრეტული მომსახურების საფასურის დაფარვის რიგითობას დამოუკიდებლად და საკუთარი არჩევანით განსაზღვრავს ოპერატორი.
8.7. ოპერატარი უფლებამოსილია საკუთარი შეხედულებით, საავანსო თანხის გადახდის გარეშე ერთჯერადად და/ან მრავალჯერადად ასარგებლოს აბონენტი წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურებით, რომლის სრული ღირებულება ამ უკანასკნელის მიერ გადახდილ უნდა იქნეს მომსახურების გაწევიდან 10 დღის ვადაში.
8.8. მხარეთა ანგარიშსწორებისას პირველ რიგში იფარება პირგასამტეხლო (ასეთის არსებობისას) და შემდგომში კი ძირითადი ფულადი ვალდებულება.
8.9. გაწეული მომსახურებისა და მის მიხედვით აბონენტისათვის გადასახდელად დარიცხული ღირებულების შესახებ ინფორმაციას ოპერატორი ყოველთვიურად წარუდგენს აბონენტს წინამდებარე ხელშეკრულების მე-4 მუხლის 4.2-ე პუნქტით გათვალისწინებული წესით, თუ საქართველოს კანონმდებლობით იმპერატიულად სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
8.10. აბონენტისათვის მომსახურების საფასურის დარიცხვა წარმოებს საბილინგო მონაცემებზე დაყრდნობით, რომლის მიმართ, ვიდრე სხვა რამ არ იქნება დამტკიცებული, ვრცელდება უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია.
8.11. აბონენტი ვალდებულია ოპერატორთან მუდმივად იქონიოს ანგარიში აქტიურ მდგომარეობაში, რაც გულისხმობს არაუმეტეს 10 დღეზე მეტი უწყვეტი ვადის განმავლობაში: (1) ოპერატორთან ნულოვანი საავანსო თანხის ფლობის დაუშვებლობას ან (2) ამ მხნის განმავლობაში ოპერატორის სასარგებლოდ საგადამხდელო ტრანზაქციების განუხორციელებლობისდაუშვებლობას (თუკი ამ პერიოდში მიმდინდარე საავანსო ანგარიში არ აღემატება 5 ლარს).


9. პასუხისმგებლობა
9.1. წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობისა თუ არაჯეროვანი შესრულებისათვის მხარეები ერთმანეთის წინაშე პასუხს აგებენ წინამდებარე ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
9.2. წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანგარიშსწორების ვადის დარღვევის შემთხვევაში აბონენტს ოპერატორის გადაწყვეტილებით შეიძლება დაეკისროს პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0,5%-ის ოდენობით, რომლის ჯამური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს გადასახდელი თანხის 20%-ს. ამასთან პირგასმტეხლოს დარიცხვა და მისი გადახდა არ ათავისუფლებს აბონენტს ძირითადი ფულადი ვალდებულების შესრულებისაგან.
9.3. ვალდებულების შეუსრულებლობისა და შესაბამისად მისი დარღვევის შემთხვევაში აბონენტის მიმართ დამატებით შეიძლება იქნეს გამოყენებული საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ისეთი ღონისძიებები როგორიცაა მომსახურების შეზღუდვა და შეწყვეტა. ამასთან, ამ ღონისძიებების გამოყენება იწარმოებს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლებითა და წესით.
9.4. აბონენტის მიერ წინამდებარე ხელშეკრულების ვადაზე ადრე მოშლის შემთხვევაში ის ვალდებულია აუნაზღაუროს ოპერატორს ყველა ის ხარჯი, რომელიც ამ უკანასკნელმა გაწია მისი აბონენტად აყვანისა და მომსახურების ორგანიზებისათვის.
9.5. მხარეები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისაგან ვალდებულების სრული და ნაწილობრივი შეუსრულებლობისათვის დაუძლეველი ძალის მოქმედების შემთხვევაში, რომლის დროსაც შეუძლებელია წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება. დაუძლეველი ძალის ქვეშ იგულისხმება გარემოებები, რომლებიც არ არსებობდნენ წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმების დროს და რომელთა დადგომა და ზემოქმედება მხარეებს არ შეეძლოთ თავიდან აეცილებინათ და გადაელახათ, კერძოდ წყალდიდობა, მიწისძვრა, ომი და საომარი მოქმედებები, სამთავრობო ორგანოების მოქმედება დაკავშირებული საკანონმდებლო აქტების მიღებასა და ცვლილებებთან, რომლებიც აუარესებენ წინამდებარე ხელშეკრულების სუბიექტების სამართლებრივ სტატუსსა და რეჟიმს.


10. დავის გადაწყვეტის მექანიზმი
10.1. მხარეები თანხმებიან, რომ წინამდებარე ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავა განიხილება და გადაწყდება წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული წესით.
10.2. სამართლებრივი დავის არიდებისა და აბონენტის, როგორც მომხმარებლის ინტერესების/ უფლებების დაცვის მიზნით, ოპერატორი უზრუნველყოფს შიდა საპრეტენზიო სამსახურის ფარგლებში მომსახურებასთან დაკავშირებული აბონენტის ყველა სახის პრეტენზიის განხილვასა და შესაბამის რეაგირებას.
10.3. მხარეები თანხმდებიან, რომ ოპერატორის შიდა საპრეტენზიო სამსახურით აბონენტების პრეტენზიების მიღება, განხილვა და გადაწყვეტა იწარმოებს ოპერატორის მიერ დამტკიცებული დებულებით, რომელიც გამოქვეყნებულია მის (ოპერატორის) ვებ-გვერდზე.
10.4. აბონენტი არ არის შეზღუდული წინამდებარე მუხლის 10.2-ე და 10.3-ე პუნქტებით გათვალისწინებული საპრეტენზიო სამსახურის ფარგლებში მოახდინოს საკუთარი ინტერესებისა თუ პრეტენზიების რეალიზება.
10.5. მხარეები თანხმდებიან, რომ წინამდებარე ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავის წარმოშობისა და მის გადაწყვეტაზე შეუთანხმებლობის შემთხვევაში, მას განიხილავს და გადაწყვეტს თბილისის საქალაქო სასამართლო. ამასთან მხარეები თანხმდებიან იმაზეც, რომ წინამდებარე ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავასთან მიმართებაში პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილება შეიძლება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 პუნქტის მიხედვით.


11. ხელშეკრულების მოქმედების ვადა
11.1. წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის ოპერატორის მიერ აბონენტის განაცხადის აქცეპტირება / დადასტურების დღიდან და მოქმედებს ერთი წლის ვადით.
11.2. წინამდებარე ხელშეკრულება ავტომატურად გრძელდება იგივე ვადითა და პირობებით, თუ ვადის ამოწურვამდე 7 დღით ადრე არცერთი მხარე არ გამოთქვამს მისი შეწყვეტის სურვილს.
11.3. წინამდებარე ხელშეკრულება ვადაზე ადრე შეიძლება შეწყდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესითა და საფუძვლით.


12. დასკვნითი დებულებები
12.1. წინამდებარე ხელშეკრულების მიმართ მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობა.
12.2. წინამდებარე ხელშეკრულების რომელიმე დებულების ბათილად ან ძალადაკარგულად ცნობა არ გამოიწვევს ხელშეკრულების სხვა ნაწილების ბათილობასა და ძალადაკარგულობას, თუ აღნიშნულის მიუხედავად შესაძლებელია შეთანხმებული საგნის მიღწევა.
12.3. წინამდებარე ხელშეკრულებიდან გამომდინარე მხარეთა შორის კომუნიკაცია შეიძლება წარიმართოს ყველა შესაძლო ფორმით, მათ შორის ამავე ხელშეკრულების მე-4 მუხლის 4.2-ე პუნქტით გათვალისწინებულ ფორმატში.
12.4. კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში მხარეები ვალდებულები არიან მიუსადაგონ წინამდებარე ხელშეკრულება ამ ცვლილებებს.
12.5. ყველა ის საკითხი, რომელიც არ რეგულირდება წინამდებარე ხელშეკრულებით, წყდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
12.6. ოპერატორი უზრუნველყოფს მომსახურების მაქსიმალურად (შეძლებისდაგვარად) მაღალი ხარისხის დაცვას, რომლის შეუსრულებლობის შემთხვევაში აბონენტი უფლებამოსილია ყოველგავარი კომპენსაციის გადახდისა და გაფრთხილების გარეშე ვადაზე ადრე მოშალოს წინამდებარე ხელშეკრულება.
12.7. წინამდებარე ხელშეკრულების შემადგენელ და განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს აბონენტის განაცხადი და ოპერტორის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მომსახურების პირობები და ამ მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული სხვა აქტები, რომელიც აბონენტმა სამოქმედოდ აღიარა სააბონენტო განაცხადით.
12.8. წინამდებარე ხელშეკრულების მხარეები ვალდებულები არიან დაუყოვნებლივ ერთმანეთს შეატყობინონ ამავე ხელშეკრულებაში მითითებული რეკვიზიტების ცვლილების შესახებ. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ძველ მისამართზე გაგზავნილ ყოველ შეტყობინებას სდევს იურიდიული შედეგები, მიუხედავად იმისა ადრესატს ფაქტობრივად ჩაბარდება თუ არა აღნიშნული შეტყობინება.
12.9. წინამდებარე ხელშეკრულების მიზნებისათვის ვალდებულების შესრულების ადგილს წარმოადგენს ოპერატორის იურიდიული მისამართი.

წესები და პირობები

ქვემოთ გამოყენებული ტერმინები „ თქვენ “ და „ მომხმარებელი “ აღნიშნავს ვებგვერდზე შემოსულ ნებისმიერ სტუმარს.

გთხოვთ ყურადღებით წაიკითხოთ წინამდებარე მოხმარების წესები.

1. ზოგადი ნაწილი


წინამდებარე მოხმარების წესებში გამოყენებული ტერმინები (შემდომში წოდებული, როგორც „მოხმარების წესები“) განკუთვნილია Myphone.ge-ს აღნიშნული ვებგვერდისთვის (Myphone.ge), რომლის კომერციული საქმიანობის ძირითადი ადგილმდებარეობაა მ. თამარაშვილის ქ. 13, 0177 თბილისი, საქართველო, და იგი საქართველოს მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციაში დარეგისტრირებულია ნომრით 205270473 (შემდგომში წოდებული, როგორც „Myphone.ge”).

Myphone.ge-ს ვებგვერდზე შემოსვლითა და აღნიშნულ ვებგვერდზე ან მისი მეშვეობით მოწოდებული ინფორმაციისა და მომსახურების გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით წინამდებარე მოხმარების წესებს. კერძო პროდუქციისა და მომსახურების წესებისა და პირობების და წინამდებარე მოხმარების წესების შეუსაბამობის შემთხვევაში, უპირატესობა უნდა მიენიჭოს ამგვარი პროდუქციისა და მომსახურებისთვის განკუთვნილ სპეციფიურ პირობებს.

2. შეზღუდვები ვებგვერდის გამოყენებაზე

Myphone.ge-ს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია მოპოვებულია იმ წყაროებიდან, რომელსაც Myphone.ge მიიჩნევს სანდოდ. Myphone.ge ან მესამე მხარეები არ გასცემენ გარანტიას ან ახსნა-განმარტებებს, პირდაპირ ან ირიბად, ვებგვერდზე წარმოდგენილი ინფორმაციის სიზუსტესთან, სისრულესთან ან განახლებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით. საიტზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლებელია წინასწარი შეტყობინების გარეშე შეიცვალოს ან წაიშალოს. Myphone.ge არ განმარტავს ან არ გასცემს გარანტიას, რომ წინამდებარე ვებგვერდი და/ან ვებგვერდის ფუნქციების მეშვეობით გაწეული ინტერნეტ მომსახურება წარიმართება ხარვეზების და ცდომილებების გარეშე.

ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია არანაირ ვითარებაში არ უნდა ჩაითვალოს, როგორც რეკომენდაცია ან მოთხოვნა პროდუქტის, მომსახურების ან ფინანსური ინსტრუმენტის შესყიდვის ან გაყიდვის თაობაზე, ან რეკომენდაცია გაწეული მომსახურების  ნებისმიერი პროვაიდერის მიერ.

Myphone.ge არც ერთ პირს არ მიაწოდებს ისეთ პროდუქციას ან მომსახურებას, რომელთა უზრუნველყოფამაც Myphone.ge-ს თვალსაზრისით (ბანკს არ ევალება ასეთი ინფორმაციის ვერიფიკაცია) შესაძლებელია გამოიწვიოს ასეთი პირის მშობლიური ქვეყნის კანონმდებლობის ან რეგულაციების ან ნებისმიერი სხვა დაკავშირებული მართლმსაჯულების დარღვევა.

თქვენ მკაცრად გეკრძალებათ ჩვენი სისტემების ან აღნიშნული ვებგვერდის არაკანონიერად გამოყენება, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება, ჩვენს სისტემებში არაკანონიერად შემოსვლას, პაროლის ან ამ ვებგვერდზე განთავსებული ნებისმიერი ინფორმაციის ბოროტად გამოყენებას.
თქვენ ეთანხმებით, რომ ჩვენ შესაძლებელია გავამჟღავნოთ ან გადავცეთ თქვენს მიერ აღნიშნული ვებგვერდის მეშვეობით მოწოდებული ნებისმიერი ინფორმაცია ა) Myphone.ge-ს ნებისმიერ აფილირებულ კომპანიას, მის წარმომადგენელს ან ინფორმაციის პროვაიდერებს; ბ) ნებისმიერ სხვა პირს ან ორგანიზაციას თქვენი თანხმობის შემთხვევაში; ან გ) თუ ჩვენ გვაქვს უფლება ან მოვალეობა გავამჟღავნოთ ასეთი ინფორმაცია ან თუ კანონი გვაიძულებს ასეთი ინფორმაციის გამჟღავნებას.  თქვენ ეთანხმებით ასეთი ინფორმაციის გადაცემას, გადაგზავნას ან დამუშავებას ნებისმიერ ქვეყნაში და ნებისმიერი ქვეყნის მეშვეობით, როგორც ამას ჩვენ ჩავთვლით საჭიროდ და სათანადოდ, და ამ ვებგვერდის მეშვეობით ინფორმაციის გამოყენებითა და უზრუნველყოფით თქვენ ეთანხმებით ყველა ასეთ გადაცემას.
შესაძლოა განხორციელდეს აღნიშნული ვებგვერდის გამოყენების მონიტორინგი, თრექინგი და აღრიცხვა. ამ ვებგვერდის ნებისმიერი მომხმარებელი ეთანხმება მონიტორინგის, თრექინგისა და აღრიცხვის ყველა ასეთ ქმედებას.  თქვენი მოვალეობაა ვებგვერდზე შემოსვლისას ყოველ ჯერზე გაეცნოთ მოხმარების წესების მიმდინარე ვერსიას, რომელიც განთავსებულია ვებგვერდზე.

3. ფინანსური ინსტრუმენტები

Myphone.ge და მის ფილიალებს შესაძლოა დროთა განმავლობაში გააჩნდეთ პოზიცია ან ფლობდნენ ფასიან ქაღალდებს ან შესაძლოა ისინი უზრუნველყოფდნენ ან სურდეთ უზრუნველყონ კორპორაციული ფინანსების და სავალო კაპიტალის ბაზრების მომსასურება ისეთი კომპანიებისთვის ან ფასიანი ქაღალდების გამომშვები ორგანიზაციებისთვის, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად მითითებულნი არიან საძიებო დოკუმენტაციებსა და რეკომენდაციებში, რომლებიც ხელმისაწვდომია ამ ვებგვერდის მეშვეობით.

4. პასუხისმგებლობის შეზღუდვა

აღნიშნულ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია არის მხოლოდ საინფორმაციო დანიშნულების.  იგი მიიჩნევა სანდოდ, მაგრამ ჩვენ არ გავცემთ გარანტიას მისი სისრულის, დროულობის ან სიზუსტის შესახებ.  მომხმარებელს აქვს წვდომა, იგი იყენებს და ენდობა ასეთ ინფორმაციას მომხმარებლის საკუთარი რისკით.  გთხოვთ მიიღოთ პროფესიონალთა რჩევა, საჭიროებისამებრ, აღნიშნულ ვებგვერდზე ნებისმიერი ინფორმაციის შეფასების თაობაზე. აღნიშნულ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია არ არის განზრახული ნებისმიერი აქციის, სხვა ფასიანი ქაღალდისა ან ნებისმიერი ფინანსური ინსტრუმენტის ყიდვის შეთავაზების ან მოთხოვნის წარმოსადგენად ან საინვესტიციო მომსახურების ან საინვესტიციო რეკომენდაციის უზრუნველსაყოფად ნებისმიერი იურისდიქციის ფარგლებში.

რადგანაც არსებობს ადამიანური და მექანიკური, და სხვა ფაქტორების ცდომილების შესაძლებლობა, აღნიშნულ ვებგვერდზე განთავსებული მასალა წარმოდგენილია „ისეთივე სახით, როგორიც არის“, „ხელმისაწვდომობისამებრ“ საფუძველზე.  Myphone.ge, ჩვენი აფილირებული კომპანიები ან მესამე მხარეები არ გასცემენ გარანტიას ან ახსნა-განმარტებას ვებგვერდის ან მისი შინაარსის თაობაზე. Myphone.ge, ჩვენი აფილირებული კომპანიები ან მესამე მხარეები არ სცნობენ არც ერთ გარანტიას და ნებისმიერი სახის ახსნა-განმარტებას ვებგვერდთან დაკავშირებით, მათ შორის სავაჭრო მდგომარეობის შესახებ, მესამე მხარის უფლებების დაურღვევლობის თაობაზე, ვირუსებისგან ან სხვა საზიანო მასალისგან დამოუკიდებლად სარგებლობის შესახებ, ან კერძო მიზნებთან შესაბამისობით გამოყენების თაობაზე ნაგულისხმევ ნებისმიერ გარანტიას. Myphone.ge, ჩვენი აფილირებული კომპანიები ან მესამე მხარეები არ იძლევიან გარანტიას ვებგვერდზე არსებული ინფორმაციის და მასალების სიზუსტეზე, ადეკვატურობასა და სისრულეზე და პირდაპირ უარს ამბობენ მასალაში და ინფორმაციაში დაშვებულ ხარვეზებსა ან დეფექტებზე პასუხისმგებლობაზე.  Myphone.ge, ჩვენი აფილირებული კომპანიები ან მესამე მხარეები პასუხს არ აგებენ ნებისმიერი სახის დაყოვნებაზე, გამოყენების დროს წარმოქმნილ სირთულეზე, კომპიუტერულ ვირუსებზე, საზიანო პროგრამულ კოდებზე და ამ ვებგვერდის სხვა დეფექტებზე, ნებისმიერი სახის შეუსაბამობაზე ვებგვერდსა და მომხმარებლის ფაილებს და მომხმარებლის ბრაუზერს ან ვებგვერდზე შესასვლად საჭირო სხვა პროგრამას შორის, ან სხვა პრობლემებზე, რომლებიც წარმოექმნება მომხმარებელს ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებს გარეთ არსებული მიზეზებით. Myphone.ge არ აგებს პასუხს იმ ხარჯებზე, დანაკარგებზე, ზიანზე (პირდაპირი, ირიბი, სპეციალური, შემთხვევითი, გამომდინარე, სადამსჯელო ან საჯარიმო ზარალი, მათ შორის, მაგრამ არ შემოიფარგლება, ფინანსური დანაკარგები და დაკარგული მოგება) ან დაკარგულ შესაძლებლობაზე, რომელიც წარმოიშვა ამ ვებგვერდის ან მისი ნაწილის ნებისმიერი სახით გამოყენებით, ან გამოუყებლობით, ან მასზე შემოსვლით, იმისდა მიუხედავად, შეფასებული გვქონდა თუ არა ჩვენ ასეთი ზიანის წარმოქმნის ალბათობა და მიუხედავად მოქმედების სახეობისა, კონტრაქტისა, გარანტიისა, კანონდარღვევისა (მათ შორის დაუდევრობა), მკაცრი პასუხისმგებლობისა, ან სხვა გამოხატულებისა.

5. საავტორო უფლებები და სავაჭრო ნიშნები

Myphone.ge ან მესამე მხარეები, თუ მათი ვინაობა პირდაპირ არის განცხადებული, ინარჩუნებენ მფლობელობას, საავტორო უფლებებს © და ყველა სხვა არამატერიალურ უფლებას ვებგვერდზე.  ყველა უფლება დაცულია ყველა ქვეყანაში.  ამ ვებგვერდის  მასალების პუბლიკაცია, რეპროდუქცია, გადაგზავნა ან შენახვა მთლიანად ან ნაწილობრივ აკრძალულია გარდა იმ შემთხვევებისა, თუ საკუთრების უფლების, საავტორო უფლებისა ან სხვა არამატერიალური უფლების მფლობელმა გასცა ნებართვა ასეთი ქმედების განსახორციელებლად.  აკრძალვა არ განეკუთვნება კომპიუტერზე შენახვასა ან დაბეჭდვას მხოლოდ პერსონალური გამოყენებისთვის. შინაარსის ციტირება დაშვებულია საავტორო უფლებების შესახებ სათანადო კანონმდებლობის თანახმად.  როდესაც ხდება შინაარსის ციტირება, არ არის საჭირო წყაროს მითითება.  არ არის დაშვებული აღნიშნულ ვებგვერდზე განთავსებული სავაჭრო ნიშნების ან ლოგოების რეპროდუქცია, პუბლიკაცია ან დისტრიბუცია საავტორო უფლებების მფლობელის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.

სადისკუსიო ფორუმების, ჩეთ რუმების, დებატების ან მსგავსის მონაწილეებმა Myphone.ge-ს ვებგვერდზე უნდა განათავსონ მხოლოდ ისეთი მასალები, რომელზეც ისინი ფლობენ საავტორო უფლებას ან მასალები, რომლებზეც მათ სხვა გზით მოიპოვეს ეს უფლება. მიიჩნევა, რომ მონაწილე, რომელიც განათავსებს მასალას, და როდესაც მოხდება მასალების განთავსება, ეთანხმება Myphone.ge-ს მასალების შენახვას, გავრცელებას და დაბეჭდვას ელექტრონული ან სხვა გზით.

 

6. მომსახურების შესაძლო შეწყვეტა


თქვენ პასუხიმგებელი ხართ აღნიშნული ვებგვერდის გამოსაყენებლად და მასზე შემოსასვლელად ყველა საჭირო სატელეფონო, კომპიუტერული აპარატურის, პროგრამული უზრუნველყოფისა და სხვა მოწყობილობათა შეძენასა და შენარჩუნებაზე.  შესაძლებელია დროთა განმავლობაში შეუძლებელი, დაყოვნებული, შეზღუდული ან შენელებული იყოს ამ ვებგვერდზე წვდომა შემდეგი მიზეზების გამო:

  • აპარატურის უმოქმედობა, რაც სხვა გარემოებებთან ერთად მოიცავს კომპიუტერების (მათ შორის თქვენი საკუთარი კომპიუტერი), სერვერების, ქსელების, სატელეკომუნიკაციო ხაზებისა და კავშირების და სხვა ელექტრონული და მექანიკური მოწყობილობის უმოქმედობას;
  • პროგრამული შეფერხება, რაც სხვა გარემოებებთან ერთად მოიცავს ხარვეზებს, ცდომილებებს, ვირუსებს, კონფიგურაციის პრობლემებს, სისტემებთან, მოწყობილობებთან ან აპლიკაციებთან შეუთავსებლობას, დამცავი სისტემის ან შესამოწმებელი პროგრამების ოპერაციებს, ამოუკითხავ კოდებს, ან დარღვევებს კერძო დოკუმენტების ან სხვა მასალების შინაარსში;
  • სისტემის შესაძლებლობების გადატვირთვა;
  • უამინდობით, მიწისძვრით, ომით, აჯანყებით, ამბოხებით, ტერორისტული აქტით, სამოქალაქო მღელვარებით, სტიქიური უბედურებით, ავარიით, ხანძრით, წყალმომარაგების დაზიანებით, აფეთქებით, მექანიკური დაზიანებით ან ბუნებრივი მოვლენებით გამოწვეული ზიანი;
  • ელექტროენერგიის მიწოდების ან სხვა კომუნალური მომსახურების მიწოდების შეწყვეტა (სრული ან ნაწილობრივი);
  • გაფიცვა ან მუშახელის მიერ სხვა მიზეზით სამუშაოების შეჩერება (სრული ან ნაწილობრივი);
  • სამთავრობო ან სარეგულაციო შეზღუდვები, სავაჭრო გაცვლების თაობაზე დადგენილებები, სასამართლოს ან ტრიბუნალის ბრძანებანი და სხვა ადამიანური ინტერვენცია; ან
  • ნებისმიერი სხვა მიზეზი (ზემოთ თქმულის მსგავსი ან მისგან განსხვავებული), რომელიც არ არის ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში.

თუ შეუძლებელია, შეყოვნებულია ან შეზღუდულია ვებგვერდზე შემოსვლა, ან თუ საიტის მუშაობა არ მიმდინარეობს სწრაფად და ეფექტურად, თქვენ შესაძლებელია ვერ შესძლოთ ტრანზაქციისთვის საჭირო ინსტრუქციების გადაცემა და სხვა ქმედებების განხორციელება, ან შესაძლებელია ასეთი ინსტრუქციები ვერ შესრულდეს დაუყოვნებლივ ან თქვენ ვერ მიიღოთ ინფორმაცია დროულად.  თუ თქვენი ოპერაციები დამოკიდებულია ჩვენთან ასეთ კომუნიკაციაზე, და ამგვარი კომუნიკაცია გაწყდა ან შეყოვნდა, შესაძლებელია თქვენ მოგეყენოთ ზარალი.  Myphone.ge არ არის პასუხისმგებელი ნებისმიერ ასეთ დანაკარგზე.

7. სხვა გვერდებზე გადასასვლელი ბმულები

იქ, სადაც Myphone.ge წარმოადგენს მესამე მხარის ვებგვერდების ბმულებს, ასეთი ბმულები არ წარმოადგენენ Myphone.ge-ს მიერ ნებისმიერი პროდუქციის, მომსახურების, მოსაზრებების, ვარაუდების ან ინფორმაციის დადასტურებას, რომელიც აღნიშნულია ასეთ ვებ გვერდებზე ან მათი მეშვეობით.  ასეთი ბმულების გამოყენება მთლიანად თქვენი რისკია და Myphone.ge არ იღებს პასუხისმგებლობას ან ვალდებულებას ასეთი ვებგვერდების შინაარსზე, მათ გამოყენებაზე ან მათ ხელმისაწვდომობაზე.  თუ თქვენ გადაწყვეტთ გადახვიდეთ ვებგვერდზე, რომელსაც ჩვენ არ ვაკონტროლებთ, ჩვენ არ გავცემთ გარანტიას, პირდაპირ ან ირიბად, თქვენს მიერ ასეთი საიტების გამოყენების ან გამოყენების შეუძლებლობის თაობაზე, ასეთი გვერდების შინაარსზე, მათ შორის სიზუსტეზე, სისრულეზე, სანდოობასა ან ნებისმიერ კერძო მიზანთან შესატყვისობაზე, და ჩვენ აგრეთვე არ ვიძლევით გარანტიას, რომ ასეთი ვებგვერდი ან მისი შინაარსი არ შეიცავს საავტორო უფლებებთან, სავაჭრო ნიშნებთან ან მესამე პირთა უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით პრეტენზიებს, ან რომ ასეთი გვერდი ან მისი შინაარსი არ შეიცავს ვირუსებსა და სხვა საზიანო მასალებს.  ჩვენ არ გავცემთ გარანტიას ინტერნეტში განთავსებული დოკუმენტაციის ავთენტურობაზე. Myphone.ge არ ადასტურებს ასეთ ვებგვერდებზე განთავსებული ნებისმიერი ინფორმაციის სიმართლეს, სიზუსტეს, მიზანშეწონილობას, საიმედოობას ან სისრულეს. 

ამასთანავე, მესამე მხარის აღნიშნული ვებგვერდები შესაძლოა შეიცავდეს კონფიდენციალურობის დაცვის პოლიტიკას ან დამცავ ქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ვებგვერდისგან განსხვავებულია, ამიტომაც მნიშვნელოვანია ასეთი გვერდების წესებთან გაცნობა თქვენი პერსონალური ინფორმაციის გაზიარებამდე.

8. ბმულები(Cookies)


შესაძლებელია, რომ Myphone.ge-ს ვებგვერდი შეიცავდეს ბმულებს.  ბმული, ეს არის პატარა ტექსტური ფაილი, რომელიც განთავსდება თქვენი კომპიუტერის მყარ დისკზე იმ ვებგვერდის მიერ, რომელსაც თქვენ ეწვევით. ტექსტური ფაილი შეიცავს ინფორმაციას, და სხვა ქმედებებთან ერთად, გამოიყენება სტუმრის მიერ სათანადო ვებგვერდის გამოყენების მხარდასაჭერად.

ბმულების სხვა სახეობები, რომელთაც ეწოდება სესიის ბმულები, შეინახება მხოლოდ დროებით იმ პერიოდის მანძილზე, სანამ თქვენ იმყოფებით ვებგვერდზე.  იმისთვის, რომ გამოიყენოთ Myphone.ge-ს ინტერნეტ მომსახურება, თქვენ შესაძლებელია მოგიხდეთ სესიის ბმულების გამოყენებაზე დათანახმება. სესიის ბმულები შესაძლებელია Myphone.ge-ს მიერ გამოყენებულ იქნას თქვენს მიერ საბანკო ტრანზაქციების განსახორციელებლად, და ა.შ. და ისინი გაუჩინარდება, როდესაც თქვენ გამოხვალთ Myphone.ge-ს ვებგვერდიდან ან დახურავთ თქვენს ბრაუზერს.

თუ თქვენ არ ეთანხმებით ბმულების გამოყენებას, თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი ბრაუზერის პარამეტრები (Internet Explorer, Netscape, და ა.შ.). თქვენ შეგიძლია აკრძალოთ მუდვიმი ბმულების გამოყენება ისე, რომ ეს არ მოახდენს ზეგავლენას ვებგვერდის ფუნქციების განხორციელებაზე.  გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თუ თქვენ არ ეთანხმებით სესიის ბმულებს, შესაძლებელია თქვენ ვერ მოახერხოთ თქვენი საბანკო ტრანზაქციების განხორციელება, და ა.შ. Myphone.ge-ს ვებგვერდის მეშვეობით.

9. ინფორმაციის გამჟღავნების შესახებ შეზღუდვის შეტყობინება არაქართველი მომხმარებლებისთვის

ვებგვერდის ძირითად სამიზნე მომხმარებლებს წარმოადგენენ პირები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ინვესტიციებში ან მომსახურების მიღებაში საქართველოს ბაზრებზე. ამასთან დაკავშირებით, განთავსებულთაგან ზოგიერთი საინვესტიციო პროდუქცია და მომსახურება შესაძლებელია არ იყოს ხელმისაწვდომი კერძო მომხმარებლებისთვის საქართველოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთ ან შესაძლებელია შეუსაბამო იყოს საგადასახადო ან სხვა მიზეზებისდა გამო.
დროთა განმავლობაში ვებგვერდზე განთავსებული საინვესტიციო განცხადებების და/ან რეკლამების სახეობისა და შინაარსის თანახმად, შესაძლებელია დაგჭირდეთ დამატებითი რჩევის ან რეკომენდაციის მიღება იურიდიული, საგადასახადო ან საინვესტიციო მრჩეველებისგან.

10. სათანადო კანონმდებლობა და იურისდიქცია


აღნიშნული ვებგვერდი და წინამდებარე მოხმარების წესები უნდა ემორჩილებოდეს და შედგენილ იქნას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მიუხედავად იმისა, ცხოვრობთ თუ არა თქვენ საქართველოში, ან ახორციელებთ თუ არა კომერციულ საქმიანობას Myphone.ge-სთან საქართველოს ტერიტორიაზე ან მის გარეთ. Myphone.ge-ს წინააღმდეგ მიმართული ყველა ქმედება და დავა, რომელიც წარმოიშვება ამ ვებგვერდის ხელმისაწვდომობასთან და ჩვენს მიერ მის მოხმარებასთან და წინამდებარე მოხმარების წესების დებულებებთან დაკავშირებით თქვენს მიერ შეტანილ უნდა იქნას საქართველოს სასამართლოთა იურისდიქციის თანახმად.

თქვენ ეთანხმებით საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში განლაგებულ სასამართლოთა იურისდიქციასა და ადგილს Myphone.ge-ს მიერ თქვენს წინააღმდეგ აღძრული ყველა სარჩელის განხილვის მიზნით ან თქვენს მიერ ვებგვერდზე შემოსვლასა და მის გამოყენებასთან და წინამდებარე მოხმარების წესების დებულებებთან დაკავშირებით.

აღნიშნული ვებგვერდი არ არის მიმართული, არც განზრახული გასავრცელებლად ან ნებისმიერი პირის ან ორგანიზაციის მიერ გამოსაყენებლად ნებისმიერი იურისდიქციის ან ქვეყნის ფარგლებში, სადაც ამ ვებგვერდის შინაარსი ან მისი ხელმისაწვდომობა ან ასეთი დისტრიბუცია ან გამოყენება ეწინააღმდეგება ადგილობრივ კანონმდებლობასა და რეგულაციებს.  თუ თქვენ გადაწყვეტთ ამ ვებგვერდზე ინფორმაციის მიღებას, თქვენი პასუხისმგებლობაა, რომ ეს მოხდეს სათანადო ადგილობრივი, ეროვნული ან საერთაშორისო კანონმდებლობის ფარგლებში და ამ ვებგვერდის ნებისმიერი სახით გამოყენება ამგვარ იურისდიქციებში ხორციელდება მთლიანად თქვენი საკუთარი რისკით.  თქვენს კერძო შემთხვევასთან დაკავშირებით ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ დაუკავშირდეთ თქვენს იურიდიულ მრჩეველს.

იმ შემთხვევაში, თუ წინამდებარე მოხმარების წესების ნებისმიერი პირობა ან დებულება დაკარგავს იურიდიულ ძალას, სხვა დანარჩენი წესები და დებულებები შენარჩუნებულ უნდა იქნას ხელუხლებლად და ძალადაკარგული წესი ან დებულება კი უნდა შეიცვალს ისეთი ძალის მქონე წესითა ან დებულებით, რომელიც ძალადაკარგული წესის ან დებულების განზრახვასთან ყველაზე ახლოსაა.  წინამდებარე მოხმარების პირობები ექვემდებარება ნებისმიერ სხვა შეთანხმებას, რომელიც გაფორმდა თქვენსა და Myphone.ge-ს შორის.  ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, ჩვენი შეხედულებისამებრ, შევცვალოთ წინამდებარე მოხმარების წესების წესები და პირობები ნებისმიერ დროს და წინასწარი შეტყობინების გარეშე.

11. კონფიდენციალურობა და პირადი ინფორმაცია

11.1. ინფორმაციის დამუშავება. კლიენტისთვის ცნობილია და ეთანხმება, რომ მაიფონის მომსახურებით სარგებლობის შედეგად მაიფონი უფლებამოსილია განახორციელოს კლიენტის შესახებ არსებული კონფიდენციალური ინფორმაციის (მათ შორის პერსონალური მონაცემების) დამუშავება. მონაცემთა დამუშავება, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, მოიცავს ავტომატური, ნახევრად ავტომატური ან არაავტომატური საშუალებების გამოყენებით მონაცემთა მიმართ შესრულებულ ნებისმიერ მოქმედებას, კერძოდ, მათ შეგროვებას, ჩაწერას, ფოტოზე აღბეჭდვას, აუდიოჩაწერას, ვიდეოჩაწერას, ორგანიზებას, შენახვას, შეცვლას, აღდგენას, გამოთხოვას, გამოყენებას ან გამჟღავნებას მონაცემთა გადაცემის, გავრცელების ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომის გზით, დაჯგუფებას ან კომბინაციას, დაბლოკვას, წაშლას ან განადგურებას.

11.2. მაიფონის მიერ ელექტრონულ არხებში (ვებ-ბრაუზერი, მაიფონის ვებ-გვერდი, მაიფონის მობილური აპლიკაციები ან/და სხვა მონაცემთა გადაცემის ტექნიკური საშუალებები) კლიენტის შესახებ მონაცემების დამუშავება, ასევე მოიცავს კლიენტის აქტივობის ჩაწერას (მაგ. ელექტრონულ არხით სარგებლობისას კლიენტის ადგილსამყოფელის იდენტიფიცირება, ძიების ველში დაფიქსირებული მონაცემების აღწერა და ანალიზი, პროდუქციის არჩევანის სიხშირის ან/და სხვა ნებისმიერ სტატისტიკურ მონაცემის ჩაწერა და მისი ანალიზი) ან/და კლიენტის მიერ დაფიქსირებული სხვა მონაცემების (მაგ. კლიენტის ან/და მესამე პირთა საკონტაქტო მონაცემები) გამოყენებას.

11.3. ინფორმაციის გადაცემა/გამოთხოვა. კლიენტი მაიფონს ანიჭებს უპირობო უფლებას, კლიენტის დამატებითი წინასწარი ან შემდგომი თანხმობის გარეშე:

11.3.1. მაიფონმა კანონმდებლობით დადგენილი წესით, მრავალჯერადად სატელეფონო მომსახურების მიზნით და ამ მიზნის განსახორციელებლად საჭირო მოცულობით, მიიღოს სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზიდან, მაიფონისთვის აუცილებელი, კლიენტის პერსონალური მონაცემები.

11.3.2. მაიფონმა კანონმდებლობით დადგენილი წესით, მრავალჯერადად სატელეფონო მომსახურების მიზნით და ამ მომსახურების შეუფერხებლად მიწოდების უზრუნველსაყოფად მესამე პირებს (მათ შორის და არამარტო, მაკონტროლებელ/საზედამხედველო ორგანოებს, აუდიტორებს, პოტენციურ ცესიონერებს) გადასცეს ან/და მესამე პირებისაგან მიიღოს, მაიფონისთვის აუცილებელი, კლიენტის პერსონალური მონაცემები.

11.3.3. მაიფონმა გადასცეს ან/და გაუმჟღავნოს მაიფონის ხელთ არსებული კონფიდენციალური ინფორმაცია მაიფონის შვილობილ, აფილირებულ ან სხვა ნებისმიერ მესამე პირებს მათ მიერ სხვადასხვა მომსახურების შემოთავაზებების მიზნით.

11.4. პირდაპირი მარკეტინგი. კლიენტი ანიჭებს მაიფონს უფლებამოსილებას, მაიფონში დაფიქსირებულ კლიენტის ტელეფონის ნომერზე, ელექტრონული ფოსტის მისამართზე მაიფონის მიერ განსაზღვრული პერიოდულობით, განხორციელდეს მოკლე ტექსტური, ხმოვანი ან/და სხვა სახის სარეკლამო შეტყობინებების გაგზავნა, მანამ სანამ მაიფონი კლიენტისგან არ მიიღებს სხვაგვარ მითითებას. ამასთან, ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად, პირდაპირ მარკეტინგად არ მიიჩნევა და კლიენტი არ იქნება უფლებამოსილიმაიფონს მოსთვხოვოს სხვადასხვა სარეკლამო/საინფორმაციო შეტყობინებების გაგზავნის შეწყვეტა, თუ აღნიშნული სარეკლამო/საინფორმაციო შეტყობინებებიკლიენტს მიეწოდება უშუალოდ მაიფონის მომსახურების წერტილებში (მაგ. სარეკლამო ბანერი, ფლაერი, ზეპირი შეთავაზება და სხვა) ან მაიფონის კუთვნილ (მაიფონთან ასოცირებულ) ელექტრონულ არხებში

11.5. საავტორო უფლებები. კლიენტი აცხადებს თანხმობას, რომ მის მიერ მაიფონის ვებ-გვერდზე, მობილურ აპლიკაციებსა და სხვა ელექტრონულ არხებში განთავსებული კლიენტის მონაცემები (ბეჭდვითი, აუდიო ან/და ვიზუალური) თუ ის არ განეკუთვნება კლიენტის პერსონალურ მონაცემებს ჩაითვლება მაიფონის საკუთრებად და მაიფონი აღნიშნული მონაცემების განთავსებისთანავე სრულად მოიპოვებს მათზე საავტორო ქონებრივ უფლებებს.

11.6. მონაცემების განახლება და შენახვის ვადა. მაიფონის მიერ წინამდებარე თავში აღნიშნული ინფორმაციის შენახვა მოხდება იმ ვადით, რომელიც შეესაბამება მაიფონის მიზნებს და ინტერესებს ან/და გათვალისწინებულია კანონმდებლობით. ამასთან, იმ მონაცემების დამუშავება, რომელიც კლიენტის მიერ მაიფონს მიეწოდა ელექტრონული არხების (ვებ-ბრაუზერი, მაიფონის ვებ-გვერდი, მაიფონის მობილური აპლიკაციები ან/და სხვა მონაცემთა გადაცემის ტექნიკური საშუალებები) საშუალებით, არ წყდება კლიენტის მიერ ამ მონაცემების ელექტრონული არხებიდან წაშლის შემთხვევაში, აღნიშნული მონაცემების შენახვა ასევე მოხდება იმ ვადით, რომელიც შეესაბამება მაიფონის მიზნებს და ინტერესებს ან/და გათვალისწინებულია კანონმდებლობით.

11.7. კლიენტის მოთხოვნის შემთხვევაში მაიფონი კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფარგლებში მიაწვდის კლიენტს მის შესახებ მაიფონში არსებულ ინფორმაციას. აღნიშნული ინფორმაციის მიღებაზე მაიფონს ცალმხრივად აქვს უფლება დააწესოს მომსახურების ტარიფი საკომისიოს სახით.

11.8. თუ კლიენტი თვლის, რომ კლიენტის შესახებ მაიფონში არსებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან არ არის სრული, იგი ვალდებულია დაუყოვნებლივ წერილობით აცნობოს მაიფონს აღნიშნულის შესახებ.



თანხმობის ელექტრონულად მონიშვნით/აღიარებით თქვენ ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია წარმოადგენს ზუსტ და უტყუარ მონაცემებს. ინფორმაციის მოწოდებამოხდა თქვენი საკუთარი სურვილით და ამისათვის თქვენ გაგაჩნიათ კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა უფლება და ნებართვა. წინამდებარე პირობებზე თანხმობის ელექტრონულად მონიშვნით/აღიარებით თანხმობას აცხადებთ რომ თქვენ უფლებამოსილებას გვანიჭებთ ჩვენ და თანხმობას აცხადებთ მასზედ, რომ ჩვენსმიერ საკუთარი შეხედულებისამებრ ნებისმიერ დროს და ნებისმიერი რაოდენობით, ნებისმიერ წყაროდან გამოთხოვნილ და მიღებულ იქნას თქვენს შესახებ ინფორმაცია, მათ შორის პერსონალურიმონაცემები, მისი გაცნობის, გადამოწმების, შედარების, საბანკო და სხვა საქმიანობისათვის გამოყენების, ანალიზის, შენახვის და საკანონმდებლო ან/და სახელშეკრულებო ვალდებულებ(ებ)ისშესრულების მიზნებისთვის.

კონფიდენციალობა და უსაფრთხოება

განაცხადი კონფიდენციალურობის შესახებ
Myphone (შემდეგში წოდებული როგორც “Myphone” ან “ჩვენ”) მოხარულია/მოხარული ვართ რომ ეწვიეთ ამ ვებ-გვერდს (შემდეგში წოდებული როგორც "ვებგვერდი") და გამოხატეთ ინტერესი ჩვენი სერვისების და პროდუქტების მიმართ.

ჩვენი კონფიდენციალურობის პრინციპები
  
თითოეული მომხმარებლის კონფიდენციალურობის პატივისცემა და დაცვა ჩვენი ბიზნესის უმნიშვნელოვანესი პრინციპია. კონფიდენციალურობის პრინციპების გაზიარებით, ჩვენ გვჯერა რომ ჩვენი ინდივიდუალური მომხმარებლები უკეთესად გაეცნობიან თუ როგორ ვიცავთ მომხმარებლის ინფორმაციას მისი გამოყენების დროს სერვისებისა და პროდუქტების უზრუნველსაყოფად.
ჩვენ შეგვიძლია გავუზიაროთ და გადავცეთ ამ ვებ-გვერდით მოწოდებული ნებისმიერი ინფორმაცია შემდეგ პირებს: Myphone ჯგუფის წევრ ნებისმიერ კომპანიას, მათ ფილიალებს, წარმომადგენლებს ან ინფორმაციის პროვაიდერებს; ნებისმიერ სხვა პიროვნებას ან იურიდიულ პირს მომხმარებლის თანხმობით; ან თუ გვაქვს უფლება ან მოვალეობა ან ნებართვა ან იძულების წესით ვალდებულნი ვართ გავაზიაროთ ამგვარი ინფორმაცია კანონის საფუძველზე.  ჩვენ ასევე შეგვიძლია გავავრცელოთ, გადავცეთ ან დავამუშავოთ ამგვარი ინფორმაცია მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში ან ნებისმიერი ქვეყნის საშუალებით, შესაბამისობისა და საჭიროებების გათვალისწინებით.

  • ჩვენ ვიცავთ მომხმარებლის ინფორმაციას
    ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას სერიოზულად დავიცვათ ნებისმიერი მომხმარებლის ინფორმაციის კონფიდენციალურობა. ჩვენ გვაქვს ფიზიკური, ელექტრონული და პროცედურული გარანტიები, რომლებიც შეესაბამება სამართლებრივ სტანდარტებს, იმ მიზნით რომ შევინახოთ და დავიცვათ მომხმარებლის ინფორმაცია არაუფლებამოსილი გამოყენებისა და წვდომისგან, შეცვლისა და განადგურებისგან. ჩვენი პრინციპები და პროცედურები შემუშავებულია მომხმარებლის ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვის მიზნით და წესებსა და რეგულაციებთან შესაბამისობის მიღწევით. ჩვენი თანამშრომლები პასუხს აგებენ ამ პრინციპების, პროცედურების, წესების და რეგულაციების დაცვაზე.  
  • ჩვენ ვაგროვებთ, ვიყენებთ და ვინახავთ მომხმარებლის ინფორმაციას მხოლოდ სათანადო მიზნებისთვის
    მომხმარებლის ინფორმაციის შეგროვება, გამოყენება და შენახვა ხდება მხოლოდ იმ მიზნით, რომ ვუზრუნველყოთ მომსახურების უმაღლესი დონე, მოვახდინოთ ბიზნესის ადმინისტრირება, ვმართოთ ჩვენი რისკები, ხელი შევუწყოთ ჩვენს სერვისებს და პროდუქტებს და დავიცვათ შესაბამისი კანონები და რეგულაციები.
     
  • ჩვენ ვუზიარებთ მომხმარებლის ინფორმაციას ფილიალებს და სხვა პირებს, როდესაც გვჯერა რომ ამგვარი გაზიარება განავითარებს მომხმარებლისთვის მიწოდებულ სერვისებსა და პროდუქტებს ან სამართლებრივი და ბიზნეს მიზნებისთვის

ჩვენ ვუზიარებთ მომხმარებლის ინფორმაციას ფილიალებსა და ბიზნეს დეპარტამენტებს, როდესაც გვჯერა, რომ ამგვარი გაზიარება განავითარებს სერვისებს, რომლებსაც მივაწოდებთ მომხმარებლებს და მხოლოდ იმ შემთხვევაში როდესაც ამგვარი გაზიარება შეესაბამება კანონს, სხვა შესაბამის კონფიდენციალურობის შეთანხმებას, ჩვენს პრინციპებსა და პრაქტიკას ან როდესაც მომხმარებელი დაეთანხმება ამგვარ გაზიარებას.  
ჩვენ შეგვიძლია მომხმარებლების შესახებ არსებული ინფორმაცია გავაზიაროთ კანონის ფარგლებში. მაგალითად, ჩვენ შეგვიძლია გავუზიაროთ ინფორმაცია მარეგულირებელ და კანონის აღმასრულებელ ორგანოებს, რომლებიც ჩვენზე ახორციელებენ იურისდიქციას ან თუ ამგვარი გაზიარება ჩვენი ვალდებულებაა შესაბამისი კანონით და ეს გაზიარება ხელს შეუშლის თაღლითობას.

პერიოდულად,  ჩვენ ვდებთ ხელშეკრულებებს სხვა კომპანიებთან რომ გაგვიწიონ მომსახურება ან მოგვაწოდონ სერვისები და პროდუქტები მომხმარებლებისთვის. ამ ხელშეკრულებების საფუძველზე, კომპანიებს შეუძლიათ მიიღონ მომხმარებლების შესახებ ინფორმაცია, მაგრამ ისინი ვალდებულნი არიან დაიცვან ეს ინფორმაცია და გამოიყენონ მხოლოდ ჩვენს მიერ მითითებული მიზნებისთვის.

ვებ-გვერდის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით ამ კონფიცენდიალურობის შესახებ განაცხადს (შემდეგში წოდებული როგორც „განაცხადი“)
თუ არ ეთანხმებით ამ განაცხადს, არ განაგრძოთ ამ ვებგვერდის გამოყენება. ეს განაცხადი შესაძლებელია განახლდეს პერიოდულად.  შესაბამისად, გთხოვთ რეგულარულად გადაამოწმოთ ეს განაცხადი.

 

რა არის ამ განაცხადის მიზანი და მოქმედების სფერო?

Myphone, მისი შვილობილი კომპანიები და ფილიალები მუდმივად იცავენ პერსონალურ ინფორმაციას რომელსაც ჩვენ ვიღებთ ვებ-გვერდის მომხმარებლებისგან. შესაბამისად, Myphone-მა შეიმუშავა ეს განაცხადი იმ მიზნით რომ აღწეროს თუ რა სახის მონაცემები და როგორ იქნება ეს მონაცემები შეგროვებული ამ ვებ-გვერდის მომხმარებლებისგან, ასევე ის მიზნები თუ რისთვის შეაგროვებს, გააზიარებს ან გამოაშკარავებს ამ მონაცემებს Myphone.  Myphone ასევე ხაზს უსვამს იმ გამაფრთხილებელ ზომებს, რომლებიც მიიღება თქვენი მონაცემების დაცვის მიზნით.

ეს განაცხადი ეხება ნებისმიერ ინფორმაციას, რომელსაც იღებს Myphone თქვენს მიერ ვებ-გვერდის გამოყენებით. ეს არ ეხება ნებისმიერ ინტერნეტ ვებ-გვერდს, რომელსაც დაგაკავშირებთ ეს ვებ-გვერდი და რომლებიც კონტროლდება მესამე მხარეების მიერ (შემდეგში წოდებული როგორც „მესამე მხარის ვებ-გვერდები“). გთხოვთ გადახედოთ მესამე მხარის ვებ-გვერდების კონფიდენციალურობის შესახებ განაცხადებს, ვინაიდან Myphone არ არის ვალდებული და არ გააჩნია არავითარი გავლენა მესამე მხარის ვებ-გვერდების კონფიდენციალურობის პრაქტიკაზე ან შინაარსთან.  

ამ განაცხადის პირობები ექვემდებარება ნებისმიერ დამატებით პირობებს უფლებების უარყოფასთან დაკავშირებით ან სხვა სახელშეკრულებო ნორმებს, რომლებიც თქვენ დადეთ Myphone-თან, როგორიცაა მომხმარებლის  კონფიდენციალურობის განაცხადები ან შეტყობინებები, და სხვა შესაბამისი სავალდებულო კანონები და რეგულაციები.

დამუშავებული მონაცემების ტიპები
სანავიგაციო მონაცემები 
ტექნოლოგიური სისტემებისა და პროგრამების პროცედურები, რომლებიც შემუშავებულია ამ ვებ-გვერდის მუშაობისთვის, მათი ნორმალური ფუნქციონირების მიზნით,   აგროვებს პერსონალურ მონაცემებს. ეს პერსონალური მონაცემები შეადგენს იმ მონაცემებს, რომლებიც ჩვეულებრივ ინტერნეტის გამოყენების დროს მიიღება (TCP/IP პროტოკოლის საფუძველზე).

ამ ინფორმაციის შეგროვება არ ხდება კონკრეტულ პირებთან ამ მონაცემების დაკავშირების მიზნით. თუმცა, ბუნებრივად, მესამე პირების მიერ მონაცემების დამუშავებისა და შედარებით, შესაძლებელია ვებ-გვერდის გამომყენებელი პირების იდენტიფიცირება.  
ამ კლასის ინფორმაცია შეიცავს IP მისამართებს ან მომხმარებლის კომპიუტერების დომენ სახელებს, მოთხოვნილი რესურსების მისამართებს (URI, Uniform Resource Identifier ფორმატში), მოთხოვნის დროს, ვებ სერვერთან მოთხოვნის გაგზავნის მეთოდს, მოთხოვნის შედეგად მიღებული ფაილის ზომას, ვებ სერვერის მიერ მოწოდებული პასუხის სტატუსის შემცველ ციფრობრივ კოდს (წარმატებით, შეცდომა, ა.შ.…) და სხვა პარამეტრებს, რომლებიც დაკავშირებულია საოპერაციო სისტემასა და მომხმარებლის ტექნიკურ გარემოსთან. ეს მონაცემები გამოიყენება მხოლოდ ანონიმური სტატისტიკური ინფორმაციისთვის, რომელიც ეხება ვებგვერდის გამოყენებას და ამ ვებგვერდის სწორად ფუნქიონირების კონტროლს.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ზემოაღნიშნული მონაცემები შეიძლება გამოყენებულ იქნას ნებისმიერი პიროვნების გამოძიების მიზნით, რომელმაც ჩაიდინა კომპიუტერული დანაშაული და მიაყენა ზიანი ვებგვერდს ან მონაცემთა დამუშავების ერთეულის სტრუქტურას ან  სხვა დაკავშირებულ ვებგვერდებს.  თუ ამგვარი გამოძიება არ განხორციელდა, მონაცემები განადგურდება რამდენიმე დღეში.  

მომხმარებლის მიერ ნებაყოფლობით მოწოდებული მონაცემები
როდესაც Myphone-ის ვებგვერდის მისამართების სექციაში მითითებულ მისამართებზე ხდება ელექტრონული წერილების გაგზავნა, ეს ნიშნავს მომთხოვნი მხარის პერსონალური მონაცემების გარკვეული ნაწილის მიღებას, ელექტრონული მისამართის ჩათვლით (რომელიც აუცილებელია მიღებულ მოთხოვნაზე პასუხის გაცემის მიზნით).  
კონკრეტული შეტყობინებები გამოისახება ან შეინახება ვებგვერდის იმ გვერდებზე, რომლებზეც გამოქვეყნებულია სპეფიციკური სერვისები, რომლებიც შესაძლებელია მოთხოვნილ იქნას.

ბმულები (Cookies) 
ბმულები არ გამოიყენება პერსონალური მონაცემების გადაგზავნის მიზნით. არანაირი მუდმივი ბმული არ არის გამოყენებული (მუდმივი ბმული არის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებლის მონიტორინგს). 

ე.წ. დროებითი ბმულების გამოყენება (რომლებიც დროებით არის შენახული მომხმარებლის  კომპიუტერის მიერ და ჩვეულებრივ წაიშლება როდესაც ვებ-ბრაუზერი არ არის გამოყენებაში) მკაცრად განსაზღვრულია მხოლოდ ვებ-გვერდის გამოყენების საიდენტიფიკაციო მონაცემის გადაგზავნის მიზნით (მოიცავს Myphone ვებ სერვერის მიერ შექმნილ შემთხვევით ციფრებს)  რომელიც აუცილებელია ვებგვერდის უსაფრთხო და ეფექტური გამოყენებისთვის.

Myphone ვებგვერდის მიერ გამოყენებული დროებითი ბმულები გამორიცხავენ სხვა ტექნიკური პროცედურების მიღების აუცილებლობას,რომლებიც წარმოადგენენ მომხმარებლის სანავიცაგიო კონფიდენციალურობის პოტენციურ საფრთხეს.  ეს ბმულები არ აგროვებენ მომხმარებლის იდენტიფიცირების შემცველ პერსონალურ მონაცემებს.  

პერსონალური მონაცემების გადაგზავნის არასისტემატიური ბუნება
ზემოთხსენებული სანავიგაციო მონაცემების გარდა, მომხმარებლებს თავისუფლად შეუძლიათ პერსონალური მონაცემები შეიყვანონ ელექტრონულ ფორმებში, რომლებიც განკუთვნილია ვებგვერდის სერვისების მიღებისთვის. გთხოვთ ასევე გაითვალისწინოთ, რომ სერვისების მოთხოვნა შესაძლებელია ვერ დაკმაყოფილდეს თუ ეს მონაცემები არ იქნა შევსებული.  

ვის ვუზიარებთ ვებგვერდიდან მიღებულ ინფორმაციას?
Myphone-ს შეუძლია გაუზიაროს თქვენი ინფორმაცია მის თანამშრომლებს, წარმომადგენლებს და ფილიალებს თქვენი საცხოვრებელი ქვეყნის შიგნით ან გარეთ იმ მიზნით რომ მოხდეს Myphone მომსახურებების განხორციელება. ჩვენი თანამშრომლები, წარმომადგენლები, ფილიალები და მესამე მხარე-პროვაიდერები, რომლებსაც აქვთ წვდომა ვებგვერდიდან მიღებულ პერსონალურ მონაცემებზე, ვალდებულნი არიან დაიცვან კონფიდენციალურობა.

საერთაშორისო დონეზე პერსონალური მონაცემების გადაგზავნის დროს, ჩვენ ვუზრუნველყოფთ შესაბამისი კანონებისა და რეგულაციების დაცვას, მაგალითად, ისეთი ხელშეკრულებების დადებას, რომელთა მიხედვით თქვენი ინფორმაციის მიმღებები ინარჩუნებენ მონაცემთა ადეკვატურ დაცვას.

ჩვენ ასევე შეგვიძლია გავუზიართო თქვენი ინფორმაცია სამთავრობო ორგანოებს ან დაწესებულებებს, მარეგულირებელ ორგანოებს ან სხვა პირებს შესაბამისი წესების, ბრძანებების, სასამართლო უწყებების, ოფიციალური მოთხოვნების ან მსგავსი პროცესების შესაბამისად, რომლებიც მოითხოვება ან დაიშვება შესაბამისი კანონით.

პროცედურებისა და უსაფრთხოების ზომების მიღება
პერსონალური მონაცემების დამუშავება ხდება ავტომატური და არა-ავტომატური მოწყობილობით. ეს მონაცემები მუშავდება მხოლოდ იმ პერიოდით, რა ვადაც საჭიროა იმისთვის რომ შესრულდეს ის ოპერაცია, რისთვისაც საჭირო გახდა მონაცემის მიღება.
კონკრეტული უსაფრთხოების ზომების დაცვა უზრუნველყოფილია იმ მიზნით რომ არ მოხდეს მონაცემების დაკარგვა, არასწორი ან უკანონო გამოყენება და არაუფლებამოსილი წვდომა.  ვებგვერდის იმ სექციებში, რომლებიც ეხება კონკრეტულ სერვისებს, როდესაც პერსონალური მონაცემი მოთხოვნილია მომხმარებლისგან, მონაცემები დაციფრულია უსაფრთხოების ტექნოლოგიური რესურსის მიერ, რომელსაც ეწოდება  Secure Sockets Layer(SSL). SSL ტექნოლოგია კოდიფიცირებას უკეთებს ინფორმაციას მანამ, სანამ მოხდება მისი გადაგზავნა ინტერნეტით მომხმარებლის კომპიუტერიდან  Myphone-ის ცენტრალურ სისტემებში. ეს ინფორმაცია გაუგებარია არაუფლებამოსილი მესამე პირებისთვის იმ მიზნით რომ ვუზრუნველყოთ ამ გზით გადაგზავნილი ინფორმაციის უსაფრთხოება. SSL მოითხოვს შესაბამის ვებ-ბრაუზერს, რომელიც შეძლებს უსაფრთხოების გასაღებების დაშვებას, რომელთა მინიმალური სიგრძეა 128 ბიტი, რაც ამყარებს უსაფრთხო კავშირს Myphone-ის  ცენტრალურ სისტემებთან.  

რა უსაფრთხოების ზომები განხორციელდა მონაცემების დაცვის მიზნით?
Myphone იყენებს ტექნიკურ და ორგანიზაციულ უსაფრთხოების ზომებს იმ მიზნით, რომ მიზანშეწონილად დაიცვას პერსონალური მონაცემები არაუფლებამოსილი წვდომისგან, შემთხვევითი ან გამიზნული მანიპულაციისგან, დაკარგვის ან განადგურებისგან.

რა უნდა გავითვალისწინოთ მონაცემების ინტერნეტით გადაცემის დროს?
ინტერნეტი ზოგადად არ არის მიჩნეული უსაფრთხო გარემოდ და ინტერნეტის საშუალებით გაგზავნილი ინფორმაცია შეიძლება მიიღონ არაუფლებამოსილმა მესამე პირებმა, რაც ხელს უწყობს ინფორმაციის გამჟღავნებას, შინაარსის ცვლილებას ან ტექნიკურ ხარვეზებს. იმ შემთხვევაშიც კი თუ ორივე გამგზავნი და მიმღები იმყოფებიან ერთსა და იმავე ქვეყანაში, ინტერნეტით გაგზავნილი ინფორმაცია შეიძლება გაგზავნილ იქნას საზღვრებს გარეთ და გადაეგზავნოს ისეთ ქვეყანას სადაც არის მონაცემების დაცვის უფრო დაბალი დონე ვიდრე თქვენს საცხოვრებელ ქვეყანაში.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას თქვენი ინფორმაციის უსაფრთხოებაზე როდესაც ხდება მისი გადაგზავნა ინტერნეტიდან Myphone-მდე. იმ მიზნით რომ დავიცვათ თქვენი უსაფრთხოება, გვსურს შეგახსენოთ რომ შეგიძლიათ აირჩიოთ Myphone-თან კომუნიკაციის სხვა საშუალება, როდესაც თქვენ ჩათვლით საჭიროდ.  

მოზარდები 
Myphone გაცნობიერებულად არ იყენებს ვებგვერდს იმ მიზნით რომ მოითხოვოს მონაცემები მოზარდებისგან ან პირებისგან რომელთა ასაკი არის 18 წლამდე.

კონფიდენციალურობის შესახებ განაცხადის ვარიანტები
გამომდინარე იქედან, რომ ავტომატური საკონტროლო მექანიზმები არ არის დაზღვეული შეცდომებისგან, უმოქმედობისგან და ა.შ., აქ მოცემული დოკუმენტი ჩაითვლება ვებგვერდის კონფიდენციალურობის განაცხადად. გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ ეს დოკუმენტი განახლდება პერიოდულად (დოკუმენტის სხვადასხვა ვარიანტების ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილი იქნება).

თანხმობის ელექტრონულად მონიშვნით/აღიარებით თქვენ ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია წარმოადგენს ზუსტ და უტყუარ მონაცემებს. ინფორმაციის მოწოდებამოხდა თქვენი საკუთარი სურვილით და ამისათვის თქვენ გაგაჩნიათ კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა უფლება და ნებართვა. წინამდებარე პირობებზე თანხმობის ელექტრონულად მონიშვნით/აღიარებით თანხმობას აცხადებთ რომ თქვენ უფლებამოსილებას გვანიჭებთ ჩვენ და თანხმობას აცხადებთ მასზედ, რომ ჩვენსმიერ საკუთარი შეხედულებისამებრ ნებისმიერ დროს და ნებისმიერი რაოდენობით, ნებისმიერ წყაროდან გამოთხოვნილ და მიღებულ იქნას თქვენს შესახებ ინფორმაცია, მათ შორის პერსონალურიმონაცემები, მისი გაცნობის, გადამოწმების, შედარების, საბანკო და სხვა საქმიანობისათვის გამოყენების, ანალიზის, შენახვის და საკანონმდებლო ან/და სახელშეკრულებო ვალდებულებ(ებ)ისშესრულების მიზნებისთვის.